შენგელია მატჩის შემდეგ: "7 შეცდომა, რაც უნდა ავღნიშნოთ"

28-11-2020, 23:53

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ფინეთთან სტუმრად 91:85 გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას კომენტარი ასეთი იყო:

"კარგად მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესი თამაში იყო ჩვენთვის, ვიცოდით, რომ მთელი საქართველო ელოდა ამ შეხვედრას. რთულ პერიოდში ვართ, კორონავირუსის გამო დიდი შეფერხებებია, ასეთ დროს კი ხალხის გულების გახარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს".

"ვამაყობ ჩემი გუნდით, ექიმიდან დაწყებული ნაკრების ნაკრების თითოეული წევრით დამთავრებული".

თორნიკეს ფინელებმა პრესკონფერენციისას საკუთარი სტატისტიკა შეახსენეს: 19 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი.

"და 7 შეცდომა. ჩემთვის მთავარი არა საკუთარი მონაგარი, არამედ გუნდის გამარჯვებაა. კიდევ გავიმეორებ – ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით