"სიტის" რადარზე რომელუ ლუკაკუ გამოჩნდა

29-11-2020, 20:46

მანჩესტერ "სიტი" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს შემცვლელს აქტიურად ეძებს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "ქალაქელების" მთავარი სამიზნე მომდევნო სეზონის დაწყებამდე რომელუ ლუკაკუ იქნება.

მოგეხსენებათ, ბელგიელს უკვე უთამაშია პრემიერლიგაში თანაც არაერთი სეზონის მანძილზე. ამჟამად ის "ინტერის" ღირსებას იცავს და გუნდის ლიდერადაც ჩამოყალიბდა. გვარდიოლას კი ის აგუეროს ჩამნაცვლებლად ესახება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით