რამდენი მილიონი გამოიმუშავა მარადონამ კარიერის განმავლობაში?

29-11-2020, 22:02

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რომელიც 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, კარიერის განმავლობაში დაახლოებით 500 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სიკვდილამდე მისი ქონება 75-დან 100 მილიონამდე შეადგენდა. გავრცელებული ცნობით, მარადონას ბუენოს-აირესში და მის შემოგარენში 5 უძრავი ქონება ჰქონდა, აგრეთვე 4 ავტომობილი ჰყავდა.

გარდა ამისა, დუბაიში ინახავდა ავტომობილებს, რომელთა ფასიც საერთო ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს.

ჰყავდა სატვირთო Hunta Overcomer, რომელიც ბელორუსში აჩუქეს, როცა ბრესტის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. აგრეთვე, აჩუქეს 300 ათას ევროიანი ბრილიანტის ბეჭედიც.

მარადონას გაფორმებული ჰქონდა რამდენიმე სარფიანი კონტრაქტიც. კომპანია Puma-სთან და კომპიუტერული თამაშების მწარმოებელ Konami-სთან და EA Sports-თან თანამშრომლობდა.

ბოლო პერიოდში დიეგო ოფიციალურად მუშაობდა კლუბ "ხიმნასია ლა პლატაში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით