ქეცბაიამ მარადონაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

29-11-2020, 22:37

"ანორთოსისის" ქართველმა დამრიგბელმა, თემურ ქეცბაიამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა და ცრემლები ვერ შეიკავა.

"ვუსამძიმრებ მარადონას ოჯახს, რომელმაც ასე მალე დაგვტოვა. ყველას ყურადღება სწორედ ამ თემისკენაა მიმართული".

"მარადონა იყო მისაბაძი ფეხბურთელი ყველა თაობის ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც და ვცდილობდი, მისგან მესწავლა".

"კიდევ უფრო ცუდია, რომ მარადონა ამ პანდემიის დროს გარდაიცვალა, რადგან ხალხი მის მიმართ ისეთ სითბოს ვერ გამოხატავს, როგორც საჭიროა", - განაცხადა ქეცბაიამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით