მარადონას ცხედართან სელფის ავტორს მოკვლით ემუქრებიან (ფოტო)

29-11-2020, 22:43

როგორც იცით, დამკრძალავი ბიუროს სამმა თანამშრომელმა დიეგო მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღო, რაც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთს, დიეგო მოლინას ხელი გარდაცვლილი მარადონას თავზე უდევს. საზოგადოება ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოებით აღშფოთებულია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები შოკირებულები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ სურათზე გარდაცვლილი დიეგოს სახე ჩანდა. ეს მაშინ, როცა ჭირისუფლების სურვილით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული სამოქალაქო პანაშვიდების დროსაც კი ლეგენდის სასახლე თავდახურული იყო.

დამკრძალავი ბიუროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დიეგო პიკონმა განაცხადა, რომ ფოტოებზე გამოსახული პიროვნებები სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

მაგრამ პრობლემა ამით არ ამოწურულა. ახლა ლეგენდარული ფეხბურთელის აღშფოთებული ფანატები სოციალურ ქსელებში იმუქრებიან, რომ სელფის ავტორს გაუსწორდებიან.

"ის სიკვდილს იმსახურებს", - წერენ ფანები დიეგო მოლინას მისამართით, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთადერთი არ იყო, ვინც გარდაცვლილ მარადონასთან მსგავსი ფოტო გადაიღო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით