ნიკა გვარამია: "ამის გამო ნონა გაფრინდაშვილი გახდა სამარცხვინო და თავსლაფდასხმული"

30-11-2020, 10:12

"მთვარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ნონა გაფრინდაშვილის განცხადებას ეხმაურება. გვარამიას აზრით, ჭადრაკის 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ჯერ ბადრი პატარკაციშვილის ფულის მონა იყო, ხოლო შემდეგ ბიძინა ივანიშვილის.

“იყო სასახელო და საამაყო, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი – ნონა გაფრინდაშვილი.გახდა სამარცხვინო და თავსლაფდასხმული ჯერ ბადრის, მერე ბიძინას ფულის – მონა გაფრინდაშვილი.ტრაგიკული გრადაციაა” – წერს გვარამია.

გვარამიას ასეთი გაცხარება ნონა გაფრინდაშვილის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო დემოკრატიული. მსგავსი დემოკრატიული არჩევნები არ მინახავს." - თქვა ნონა გაფრინდაშვილმა




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით