• 18-06-2023
    "გამარჯვებით გახარებული ვართ, მაგრამ თამაშის ხარისხით არა" - სანიოლი მატჩის შემდეგ
    "გამარჯვებით გახარებული ვართ, მაგრამ თამაშის ხარისხით არა" - სანიოლი მატჩის შემდეგ

    საქართველოსა და კვიპროსის დაპირისპირების შემდეგ ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბევრმა მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს.

    "გამარჯვებით გახარებული ვართ, მაგრამ თამაშის ხარისხით არა. გავაანალიზებთ თამაშს და ვნახავთ დადებით და უარყოფით მომენტებს.

    "ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

    "მიხარია, რომ შეცვლაზე შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები გუნდს ძალიან დაეხმარნენ და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

    "შოტლანდია უდანაკარგოდ ლიდერობს, ვულოცავ მათ ნორვეგიასთან სტუმრად გამარჯვებას, ასეთ მოგებას ბევრი ვერ ახერხებს", - განაცხადა სანიოლმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით 4 ქულა მოაგროვა და ჯგუფში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

    Facebook კომენტარები