იოზილის აგენტი: "იტალიური პერსპექტივა? რატომაც არა"

17-12-2020, 10:57

მესუტ იოზილის აგენტს, ერკუტ სოგუტს დაუსვეს კითხვა, თუ იყო შესაძლებელი თურქული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველის იტალიურ გრანდებში: "იუვენტუსში", "ინტერში" ან "მილანში" ხილვა.

"ჩემი კლიენტით ბევრი გუნდია დაინტერესებული. მესუტი პატივს სცემს "არსენალს" და კონტრაქტს, რომელიც ლონდონელებთან აკავშირებს. ის ერთგული და სიტყვის კაცია."

"იუვენტუსი", "ინტერი" ან "მილანი"? რატომაც არა? სერია ა საკმაოდ კარგი ჩემპიონატია. იტალიაში ბევრი კლუბი თამაშობს ათიანით, რაც ნიშნავს იმას, რომ იოზილის შესაძლებლობები დაფასებული იქნება." - განაცხადა სოგუტმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით