"ინტერი" ბარელას გაყიდვას არ აპირებს

20-12-2020, 17:55

მილანის "ინტერი" ნიკოლო ბარელას გაყიდვას არ აპირებს, - იტყობინება იტალიური გამოცემა Corriere delo Sport.

გასულ ზაფხულს "ბარსელონა" ახალგაზრდა იტალიელით ინტერესდებოდა, თუმცა კოვიდპანდემიით გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა ეს შეუძლებელი გახადა.

"კალიარის" ექსფეხბურთელს უკავშირებდნენ "პსჟ-საც", თუმცა "ნერაძურიში" იგი ხელშეუხებლად მიაჩნიათ.

მიმდინარე სეზონში 23 წლის მოთამაშეს მილანელთა მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი და 5 ასისტი აქვს.

ტრანსფერმარკეტზე ის 50 მილიონ ევროდაა შეფასებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით