ოფიციალურად: "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია"

21-12-2020, 21:36

როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უკვე ცნობილია, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, "დინამო თბილისი" ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა დატოვა, რომელიც უოტფორდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბს "გორის დილას" მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე ჩაიბარებდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში გიორგი ნემსაძის დილამ 4-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებზე დაბრუნება შეძლო, ხოლო ჩისკო "დინამო თბილისთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით