ნემსაძე: "დინამოში" ერთი მიზნით მოვედი"

21-12-2020, 22:47

"დინამო თბილისის" ახალდანიშნულმა მთავარმა მწრთვნელმა, გიორგი ნემსაძემ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვიცი, რა ტრადიცის გუნდში მოვედი და რა არის გულშემატკივრების სურვილი".

"ჩემი პრიორიტეტი "დინამოს" აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელების მაქსიმალურად დაწინაურებაა. გუნდის გაზრდილები ევროპაში წარმატებით თამაშობენ. ამიტომ მათ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ევროპულ დონეზე გაიზარდონ. გუნდმა კი მინდა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, რაც გულშემატკივარს უყვარს".

"გუნდში შეთამაშებული ბირთვი არსებობს და მისი რადიკალური შეცვლა არ მსურს. იქნებიან მომსვლელები და წამსვლელები, მაგრამ ბირთვის დაშლას არ ვემხრობი. გაძლიერება კი რამდენიმე პოზიციაზე დაგვჭირდება".

"ჩემი ახდენილი ოცნება არა გუნდში მუშაობა, არამედ, წარმატებული მუშაობა იქნება. ვიცი, ახლა რა გუნდია, როგორი ფეხბურთელები არიან და რა მოთხოვნებია. აქამდე სადაც წავედი, ჩემს სამწვრთნელო სტაფთან ერთად შედეგი ყველგან გვქონდა. მე მჯერა, რომ წარმატებულ მუშაობას "დინამოში" შევძლებთ. მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. ახდენილ ოცნებაზე ლაპარაკი კი ძნელია და საამისოდ დიდი გზაა გასავლელი", - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით