"ითამაშებს თუ არა ჩემი შვილი საქართველოს ნაკრებში?" - რას ამბობს "ინტერის" ახალწვეულის მამა

22-12-2020, 19:21

როგორც იცით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ლადო ახალაიას შვილმა, ბელარუსის მოქალაქეობის მქონე ლადო ახალაიამ "ინტერთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ფეხბურთელის მამამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს მისმა შვილმა საქართველოს  ეროვნულ ნაკრებში შეძლოს თამაში.

"ლადო 7 წლიდან მოლდოვაში ცხოვრობს და რეალურად, ფეხბურთზე კიშინიოვში შევიდა. ის ჩემი შვილია, ქართველია და ეს კარგად იცის. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს. ამის დიდი იმედი და სურვილი მაქვს".

"ჩემი ყოფილი სიმამრი, ალექსანდრე სპირიდონი დონეცკის "შახტარის" მწვრთნელი და მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ბუნებრივია, დაინტერესებულია, რომ ლადომ მოლდოვის ნაკრებში ითამაშოს. ვიცი, რომ ამას უახლოეს პერიოდში აპირებენ, რომ მერე სხვა ქვეყანამ ვერ წაიყვანოს. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ გადაწყდება. თუმცა, ვიმეორებ, იმედი მაქვს, რომ საქართველოს სახელით ითამაშებს", - აცხადებს ლადო ახალაია.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით