ჯანო ქართულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს

22-12-2020, 22:35

გასული თვის მანძილზე ქართულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, რომელიც უკვე რამდენიმე თვე უკლუბოდაა დარჩენილი კარიერას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გააგრძელებდა.

გავრცელებული ცნობებით, ჯანოს დამატებით თბილისის "დინამოა" დაინტერესებული.

უახოვეს მომავალში დედაქალაქური კლუბი ანანიძესთან კონტრაქტს გააფორმებს, თუ ფეხბურთელი შემდეგ პირობას დააკმაყოფილებს:

თუ სეზონის დაწყებამდე ჯანო სასურველ ფიზიკურ მონაცემებს დააკმაყოფილებს და რაც მთავარია ტრავმა არ ექნება, ის "დინამოსთან" კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

მანამდე კი ჯანო რამდენიმე კვირიან შეკრებას ქვეყნის მოქმედ ჩემპიონებთან ერთად გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ანანიძე "როტორში" ირიცხებოდა, თუმცა ამ გუნდში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით