ნემსაძე: "გუნდს უცხოელი მწრთვნელი სჭირდება"

24-12-2020, 21:48

თბილისის "დინამოს" ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოში გუნდების ზოგადი დონის აწევის საშუალებაზე ისაუბრა.

"ჩვენ ფეხბურთელებს მეტ-ნაკლებად ბურთის ფლობა ეხერხებათ. მაგრამ ევროპელებს რომ ვხდებით და სისწრაფეებს გვირთავენ, მერე გვიჭირს და ევროგათამაშების საწყისი ეტაპების გადალახვა ამიტომ გვიჭირს".

"ამიტომ ჩემი აზრია, გუნდებმა თანხები არ უნდა დაზოგონ და ჩამოიყვანონ მაღალი დონის ფიზმომზადების სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს მოთამაშეებს ხელს შეუწყობენ, რომ უფრო მაღალ ტემპში ითამაშონ, მეტი მოცულობის სამუშაო შეასრულონ და უფრო ათლეტურები გახდნენ. ეს ყველა გუნდმა რომ მოახერხოს, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში უკეთესი გუნდები გვეყოლება".

"მე ასეთი სპეციალისტი მოვძებნე ის წარმოშობით უკრაინელია, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. უეფა-ს პროფლიცენზიის მფლობელია და იმედი მაქვს, რომ გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს", - განაცხადა ნემსაძემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით