ლუკაკუ: "5 საუკეთესო თავდამსხმელიდან ერთი მე ვარ"

29-12-2020, 23:12

მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, მედიის წარმომადგენლებთან საუთარ თავზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკანასკნელ ხუთ თვეში დიდი პროგრესი განიცადა.

"როდესაც მოედანზე გავდივარ, გამარჯვება მსურს. ეს იტალიაში ყველაფერს ნიშნავს. ინგლისში საფეხბურთო მიდგომასთან შედარებით დიდი განსხვავებაა, ტაქტიკური თვალსაზრისით შეცდომა არ უნდა დაუშვა".

"ბოლო 5 თვის განმავლობაში მსოფლიოს ხუთ საუკეთესო თავდამსხმელში შევედი. არ მინდა, კონკრეტულად გავანაწილო პოზიციები, მაგრამ ხუთეულში ნამდვილად ვარ", - განაცხადა  ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუმ ყველა ტურნირზე "ინტერის" რიგებში 17 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით