"რეალი" სამ ფეხბურთელს უშვებს

13-01-2021, 19:06

გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნოით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "რეალიდან", შესაძლოა, 3 ფეხბურთელი წავიდეს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები ისკოს, ალვარო ოდრიოსოლასა და ლუკა იოვიჩის გაშვებას აპირებენ.

ისკოს გადაბირებით "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი" და "ნაპოლი" ინტერესდებიან, თუმცა თავად ფეხბურთელი "სევილიაში" გადასვლას გეგმავს.

ოდრიოსოლამ გასული სეზონი არენდით "ბაიერნში' გაატარა, წელს კი ზიდანი მის პოზიციაზე ნაჩოსა და ლუკას ვასკესის დაყენებას ამჯობინებს.

რაც შეეხება ლუკა იოვიჩს, სერბი, რომელსაც მიმდინარე სეზონში სულ 5 მატჩი აქვს ჩატარებული, შესაძლოა, "აინტრახტში" დაბრუნდეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით