თბილისის "დინამომ" "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

7-01-2021, 11:19

თბილისის "დინამომ" ახალი სეზონის წინ გუნდის გადახალისება და გაძლიერება უკვე დაიწყო.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პირველი შენაძენი ჰოლანდიელი მარჯვენა ფლანგელი, ფაბიან სპორკსლეიდია.

27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია და კარიერაც იქვე დაიწყო. შემდეგ "ვილემ II- სა" და "ლუპა კასტელიში" ასპარეზობდა, რამდენიმე სეზონი კი "ბრედას" და ბოლოს "ვალვაიკის" რიგებში გაატარა.

მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით