არასპორტული საქციელის გამო თემურ ქეცბაია დააჯარიმეს

8-01-2021, 13:40

კვიპროსული გამოცემა larnakasports-ის ინფორმაციით, "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია ისევ დააჯარიმეს. მიზეზი საკუთარი გუნდის ფეხბურთელთან არასპორტული მოქცევაა.

"ომონიასთან" 0:3 წაგებული შეხვედრის 28-ე და 34-ე წუთებზე ქართველმა თავისი ფეხბურთელის მიმართ არასპორტული საქციელი ჩაიდინა, ეს კი სადისციპლინო რეგლამენტის მე-4 პუნქტის დარღვევაა და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციისგან ჯარიმას ითვალისწინებს.

ეს თემურ ქეცბაისთვის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე ჯარიმაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ფედერაციამ ნაკრების გაძღოლა კალაძისა და დემეტრაძის თანაგუნდელს შესთავაზა

დაგვიმეგობრდით