სად გადავა გიორგი ჩაკვეტაძე - ქართველს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

8-01-2021, 14:07

mlsmultiplex.com - ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ფორვარდმა გიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა კარიერა ამერიკის შეერთბული შტატების საფეხბურთო ლიგა, MLS-ში გააგრძელოს.

ჩაკვეტაძის შეძენას "ლოს ანჯელეს გალაქსის" გამოცემა აქტიურად ურჩევს. გუნდმა ცოტა ხნის წინ არგენტინელი კრისტიან პავონი გაუშვა და მისი შემცვლელის ძიებაშია.

გიორგისთან ერთად საიტი "გალაქსის" მესუთ იოზილის ტრანსფერსაც თავაზობს, რომლის გზა "არსენალთან" სულ მალე გაიყრება.

გამოცემა წერს, რომ  კლუბს შეუძლია 21 წლის ჩაკვეტაძე განავითაროს, ხოლო შემდეგ კიდევ უფრო სარფიანად გაყიდოს ევროპაში. 

"გენტის" რიგებში ჯამურად ჩატარებულ 66 შეხვედრაში გიორგის 7 გოლი და 14 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით