ბათუმის სტადიონზე 1.6 მილიონის ხელოვნური მზე დამონტაჟდება

9-01-2021, 15:19

ბათუმის სტადიონზე ე.წ. ხელოვნური მზე დამონტაჟდება და ამისთვის უკვე ტენდერი გამოცხადებულია.

სპეციალური განათება ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის არის საჭირო, რადგან მზის სხივები სტადიონის კონსტრუქციიდან გამომდინარე ბალახამდე ვერ აღწევს.

ტენდერისთვის 1.6 მილიონი ლარის არის გამოყოფილი და დაინტერესებულ პირებს, 3 თებერვლიდან 8 თებერვლამდე შეუძლიათ ტენდერში მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ბათუმის სტადიონი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა. რამდენიმე მატჩის გამართვის შემდეგ სტადიონზე ბალახის მდგომარეობა საკმაოდ გაფუჭდა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით