მარტის სანაკრებო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები დანაკლისით შეხვდება

9-01-2021, 20:18

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტიდან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ციკლს დაიწყებს.

მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად იასპარეზებს.

მატჩებამდე რამდენიმე თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ მარტის შეკრების დროს ჩვენს გუნდს ნიკა კაჭარავა ვერ შეუერთდება.

ფეხბურთელს ევროპა ლიგაზე, ბენფიკასთან მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას, დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები კალენდარულ წელს 25 მარტს, შვედეთან მატჩით დაიწყებს. აღნიშნული შეხვედრა სტუმრად შედგება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით