5 ტოპ მწვრთნელი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში შეიძლება წარმატებით იმუშავოს

11-01-2021, 23:09

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯერ კიდევ უმწვრთნელოდაა დარჩენილი.

პრესაში ნოემბრის მატჩების შემდეგ, როდესაც ვლადიმერ ვაისმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, არაერთი კანდიდატი დასახელდა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციას ჯერ კონკრეტული სპეციალისტისადმი ინტერესი არ დაუდასტურებია.

ჩვენი საიტის ადმინისტრაცია გთავაზობთ ახალ 5 ვარიანტს უცხოელი სპეციალისტებისა. ვფიქრობთ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მათი განხილვა შეიძლება. ყველა მათგანი ამჟამად თავისუფალია.

5. მარკო სილვა (43 წლის, პორტუგალიელი)

ახალგაზრდა პორტუგლიელ სპეციალისტს უკვე დაუგროვდა სერიოზული გამოცდილება საკლუბო დონეზე. სხვადასხვა დროის განმავლობაში იგი "ეშტორილს", "სპორტინგს", "ოლიმპიაკოსს", "ჰალს", "ვოტფორდსა" და "ევერტონს" ავარჯიშებდა. სილვას თინეიჯერ ფეხბურთელებთან ურთიერთობა კარგად შეუძლია და მათ ხშირად წყალობს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

4. ლეონარდო ჟარდიმი (46 წლის, პორტუგალიელი)

ჟარდიმის ხელმძღვანელობით 2017 წელს "მონაკომ" უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოახერხა გასვლა. მის სახელს უკავშირდება კილიან მბაპესა და სხვა ფეხბურთელების დაწინაურება, რომლებიც ახლა ევროპის ტოპ კლუბებში არიან გადანაწილებულები. ასე რომ, ახალგაზრდებთან მუშაობასა და მათ წარმატებულ განვითარებაში ჟარდიმს დიდი გამოცდილება აქვს. 

3. იურგენ კლინსმანი (56 წლის, გერმანელი)

წარსულში ცნობილ ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე თამაშის სერიოზული გამოცდილება აქვს. 2006 წელს მან გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა. კლინსმანმა 5 წელი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებშიც იმუშავა და კონტიტენტის პირველობაც მოაგებინა. იურგენ კლინსმანმა თავისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ბევრი ვარსკვლავი აღმოაჩინა.

2. სერხიო ბატისტა (58 წლის, არგენტინელი)

გარდა იმისა, რომ ბატისტას ეგზოტიკური და სუსტი ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებში უმუშავია და ამ საქმის სპეციფიკა იცის, მას უმაღლეს დონეზე მწვრთნელობის დიდი გამოცდილებაც აქვს. სერხიო ბატისტა სამი წლის მანძილზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშება. სწორედ მის ხელში დგამდა პირველ სანაკრებო ნაბიჯებს ლეო მესი. 

1. მარტინ ონილი (68 წლის, ირლანდიელი)

​მარტინ ონილი მცირე რესურსით მაქსიმუმის მიღების ექსპერტია. თავისი კარიერის მანძილზე ონილი საქართველოს ნაკრებს არაერთხელ შეხვდა. ირლანდიის ეროვნული გუნდი სწორედ ონილმა აქცია ევროპის მასშტაბით კერკეტ კაკალად. გარდა ირალანდიის ნაკრებისა, მას ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიც: "სელტიკი", "ასტონ ვილა", "ლესტერი" და "სანდერლენდია".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით