პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი არაბიძე კარიერას ვოლგოგრადის "როტორში" გააგრძელებს. ქართველი ტალანტი რუსულ კლუბს პორტუგალიური "ნასიონალიდან" შეუერთდება.
პირველი არხი არაბიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება თხოვა.
"ეს ტრანსფერი მამუკა ჯუღელის ("როტორის" მენეჯერი) დამსახურებაა. "როტორთან" კონტრაქტი უკვე გავაფორმე. მადლობა მამუკას, რომ პორტუგალიიდან წამომიყვანა. ამისთვის მას მადლობას ვუხდი".
"იმედი მაქვს, გაცემულ ავანსებს მოედანზე კარგი თამაშით გავამართლებ". - აცხადებს არაბიძე.
არაბიძე "როტორში" ექვსთვიანი იჯარის წესით ითამაშებს.
-
|
-
|