ეტო'ო: "მისი სტილი გვარდილასას მირჩევნია"

12-01-2021, 19:37

კამერუნის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ, მედიის წარმომადგენლებთან ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა. მან სპეციალისტები ერთმანეთს შეადარა.

"მათ ერთმანეთზე მაღლა არ ვაყენებ. ეს სტილის საკითხია, რომელიც თითოეულს აქვს, თუმცა მე მოურინიო მირჩევნია".

"მისი სტილი უფრო მომწონს, მაგრამ გვარდიოლა უმაღლესი დონის სპეციალისტია, ასე რომ, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელია საუკეთესო".

"შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელების მოტივირება ისე შეუძლია, როგორც ჟოზეს. მოთამაშისგან მაქსიმუმის მიღებით მოურინიოს ვერავინ შეედრება. მასთან ერთად მოგებული ტრიპლეტი ჩემთვის განსაკუთრებულია", - განაცხადა ეტო'ომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით