როგორი იქნება ხელოვნური მზე, რომელიც ბათუმის სტადიონზე დამონტაჟდება (ვიდეო)

12-01-2021, 17:33

როგორც იცით, ბათუმის სტადიონზე ე.წ. ხელოვნური მზე დამონტაჟდება.

სპეციალური განათება ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის არის საჭირო, რადგან მზის სხივები სტადიონის კონსტრუქციიდან გამომდინარე ბალახამდე ვერ აღწევს.

აჭარის პროექტების მართვის კომპანია ე.წ. ხელოვნური მზის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით, ვრცლად განმარტავს და ვიდეოს აქვეყნებს.

"ბუნებრივი მინდვრის საფარის სანათი - ე.წ. ხელოვნური მზე წარმოადგენს მინდვრის საფარის სავეგეტაციო პროცესის ხელშემწყობ დანადგარს. მისი დახმარებით ბუნებრივი საფარის ზრდა და განვითარება სწრაფად მიმდინარეობს, ამავდროულად გარემო პირობების (წვიმა, თოვლი, დაბალი ტემპერატურა) მიუხედავად საფარის ვეგეტაცია, შუფერხებლად გრძელდება".

"ბუნებრივი საფარის ხელოვნურ მზის სისტემას იყენებენ დახურული და ნახევრად დახურულ სტადიონებზე".

"ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, ხელოვნური მზის სისტემა სრულად შეესაბამება უეფას მოთხოვნებს, კონკრეტულად კი UEFA“-ს - Pitch Quality Guidelines (Edition 2018) - მინდვრის მოვლის გაიდლაინს".

"აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ხელოვნურ მზის სისტემებს იყენებენ ისეთ სტადიონებზე როგორებიცაა: ალიანს არენა, კამპ ნოუ, უემბლი და ა.შ".

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ ამსტერდამის იოჰან კრუიფ არენა-ს ხელოვნური მზის სისტემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით