პრემიერ ლიგას კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევის გამო შეჩერების საფრთხე ემუქრება !

13-01-2021, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი შეჩერების საფრთხის ქვეშაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის პროტოკოლის კიდევ ერთხელ დარღვევის გამო, ინგლისის მთავრობა უკვე ჩემპიონატის დასჯას განიხილავს.

ცნობების მიხედვით, ამჯერად განხილვის საგანი "მანჩესტერ სიტის" ფრანგი მარცხენა მცველის, ბენჟამინ მენდის მიერ საახალწლო წვეულების მოწყობის მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გათამაშება COVID-19-ის პანდემიის შედეგად, გასული წლის მარგტში შეჩერდა და ივნისში გახანგრძლივდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით