დემირს გრანდების რიგი ჩამოუდგა

13-01-2021, 17:31

Defensa Central-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა" და "რეალი" აქტიურად ეცდებიან იუსუფ დემირის შეძენას.

17 წლის ფორვარდი ვენის "რაპიდის" რიგებში გამოდის, ასაკისდა მიუხედავად მან უკვე მოასწრო პირველ გუნდში 23 მატჩის ჩატარება.

ავსტრიელი ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 4 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.

წყაროს თქმით, მისი შეძენის მთავარი ფავორიტი "ლოს ბლანკოსია" და მადრიდელებს ეს სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეუძლიათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით