დიდი ალბათობით კუნ აგუერო "მანჩესტერ სიტის" დატოვებს

13-01-2021, 18:46

ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" სერხიო კუნ აგუეროს ტრანსფერს განიხილავს.

32 წლის ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ჯერჯერობით, "მანჩესტერ სიტი" მას ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს.

არგენტინელი ფორვარდი წლევანდელ სეზონში იშვიათად თუ გვევლინება მოედანზე ტრავმების გამო. მან მხოლოდ 9 მატჩის ჩატარება მოასწრო და 2 გოლიც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ აგუეროს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ლიონელ მესისთან, რამაც შესაძლოა ტრანსფერს ხელი შეუწყოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით