ლევანდოვსკი: "იურგენ კლოპის მოტყუებაზე არც უნდა იფიქრო"

13-01-2021, 19:49

მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ფიფას ვერსიით, რობერტ ლევანდოვსკიმ "დორტმუნდში" იურგენ კლოპთან გატარებულ პერიოდთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.

“ნუ ეცდებით მისტერ იურგენის გასულელებას”.

“ის პირველრიგში ხვდება, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და შემდეგ ფეხბურთელები. მახსოვს, ერთ-ერთი უიქენდის შემდეგ დილას ვარჯიშზე გამოვცხადდით. ცნობილი ხერხი იყო, თუ წინა საღამოს ბევრს დალევდი, მეორე დილით ნიორი უნდა გეჭამა, რაც ალკოჰოლის სუნს კლავდა”.

“იგი ოთახში შემოვიდა, ნესტოები დაძაბა და თქვა - ნივრის სუნია. ყველა მიხვდა რაშიც იყო საქმე, თუმცა იურგენს ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს. ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ და სიცილი ავტეხეთ. ეს კაცი ზედმეტად ჭკვიანია”. - აცხადებს ლევანდოვსკი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ფედერაციამ ნაკრების გაძღოლა კალაძისა და დემეტრაძის თანაგუნდელს შესთავაზა

დაგვიმეგობრდით