სალაჰის თანაგუნდელი: "მოჰამედი "ლივერპულში" ბედნიერი არ არის"

13-01-2021, 20:42

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მოჰამედ აბურტიკამ მედიის წარმომადგენლებთან მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

"მო ლივერპულში ბედნიერი არ არის - მას ტელეფონზე ვესაუბრე და მითხრა, რომ კლუბის ხელმძღვანელობაზე გაბრაზებულია, თუმცა, ყველა მიზეზს ვერ გეტყვით. ერთი მიზეზი კი ის არის, რომ "მიდტიულანდის" წინააღმდეგ ის კაპიტნად არ აირჩიეს."

"ჩემი აზრით, სალაჰი "ბარსელონას" ან "რეალის" ფეხბურთელი რომ იყოს და ასეთ დონეზე თამაშობდეს, ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა", - განაცხადა აბურტიკამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით