ნეიმარი და მბაპე ლიგა 1-ის პირველი წრის სიმბოლურში ვერ მოხვდნენ

13-01-2021, 21:27

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა Fracne Football-მა შეაჯამა 2020-21 წლების სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრე და სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ 11 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდნენ "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავები - ნეიმარი და კილიან მბაპე.

ლიგა 1-ის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე - კეილორ ნავასი ("პარი სენ-ჟერმენი", 6.0);

მცველები - მატიო დებუში ("სენტ ეტიენი", 5.73), მარკინიოსი ("პარი სენ-ჟერმენი", 5.9), ნაიეფ აგერდი ("რენი", 5.82), რომენ პერო ("ბრესტი", 5.76);

ნახევარმცველები - ანხელ დი მარია ("პარი სენ-ჟერმენი", 6.08), ლუკას პაკეტა ("ლიონი", 6.18), რაფინია ალკანტარა ("პარი სენ-ჟერმენი", 6.0), ჰატემ ბენ არფა ("ბორდო", 6.18);

ფორვარდები - ტინო კადევერე ("ლიონი", 6.07), ბურაქ ილმაზი ("ლილი", 6.07).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ფედერაციამ ნაკრების გაძღოლა კალაძისა და დემეტრაძის თანაგუნდელს შესთავაზა

დაგვიმეგობრდით