პიოლი: "მატჩით უკმაყოფილო არ ვარ და ამის მიზეზი არსებობს"

13-01-2021, 21:49

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, "ტორინოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"არ შემიძლია, მატჩით კმაყოფილი არ ვიყო, რადგან ეს ჩვენთვის ბოლო 9 დღეში მე-4 შეხვედრა იყო".

"თუმცა, არ ყოფილა არცერთი დღე, როცა "მილანს" ხასიათი დააკლდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ძირითად დროში ვერ მოვიგეთ, მაგრამ, ამავდროულად, ჩემმა ფეხბურთელებმა ხარისხი გამოავლინეს, რადგან ხუთიდან ხუთი პენალტის გატანა იოლი არ არის".

"ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და კონცენტრაციას ვინარჩუნებთ", - ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia.

იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში "მილანმა" "ტორინოს" უმასპინძლა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით