ცნობილია, როდის დაბრუნდება ჩავი "ბარსელონაში"

13-01-2021, 22:17

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იყობინება, ჩავი "ბარსელონაში" მიმდინარე წლის აპრილის თვემდე დაბრუნდება.

წყაროს ცნობით, "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში ვიკტორ ფონტის გამარჯვების შემთხვევაში, ჩავი კლუბის გენერალური მენეჯერი გახდება, ხოლო ჟორდი კრუიფი სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს.

რონალდ კუმანი სეზონს ჩაამთავრებს, თუმცა გუნდის წარუმატებლად ასპარეზობის შემთხვევაში, მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩავი შეცვლის.

როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ღირსებას 17 წლის განმავლობაში, 2015 წლამდე იცავდა.

მან გუნდთან ერთად რვაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ ქვეყნის თასს, ექვსჯერ კი სუპერთასს დაუფლა, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის, ორ-ორჯერ კი უეფას სუპერთასისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით