როგორც მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, "ატლეტიკომ" "ლიონიდან" თავდამსხმელი მუსა დემბელე დაიმატა.
24 წლის ფრანგი ფეხბურთელი "როხიბლანკომ" მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული კლუბი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დემბელეს 33 მილიონ ევროდ შეისყიდის.
"ლიონის" რიგებში ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
-
|
-
|