"ინტერი" დიდ გარდაქმნას გეგმავს

18-01-2021, 18:39

მილანის "ინტერი" 2021 წლის მარტში სახელწოდებისა და ლოგოს შეცვლას აპირებს.

როგორც მოგეხსენებათ, დღეისთვის კლუბის ოფიციალური სახელია Football Club Internazionale Milano. მალე ამ სახელწოდებას შეამოკლებენ იმისთვის, რომ ის უფრო ცნობადი იყოს იტალიის საზღვრებს გარეთ -Inter Milano.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სურვილს - ხაზი გაესვას გუნდსა და ქალაქს შორის მემკვიდრეობას.

კლუბის ახალი ემბლემა მინიმალისტური ბრენდი იქნება და ის I და M ასოების გარშემო განვითარდება.

იტყობინებიან, რომ "ინტერს" კიდევ რამდენიმე ცვლილება ელოდება. კერძოდ, კლუბმა შეიძლება შეიცვალოს სატიტულო სპონსორი და გადავიდეს "სან სიროს" სტადიონიდან, რომელსაც დღეს თანაქანაქელ "მილანთან" იყოფს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით