ჯაბა კანკავა: "რეალური წინადადება კიდევ სამი ქვეყნიდან მქონდა"

18-01-2021, 20:29

ჯაბა კანკავამ, რომელიც კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს, საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არ დამალა, რომ შემოთავზებები სხვა კლუბებიდანაც ჰქონდა.

"შემოთავაზებები მქონდა რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან - ეს რეალური წინადადებები იყო. მიწვევა თურქეთიდანაც იყო ლაპარაკის დონეზე, მაგრამ რეალური შემოთავაზება არ ყოფილა. ამ ეტაპზე „ვალანსიენი“ ვამჯობინე, რადგან მწვრთნელის ფაქტორი ძალიან დიდია. ერთმანეთს ვიცნობთ, მენდობა – პლუს, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატის ფაქტორი იყო", - განაცხადა კანკავამ.

ჯაბა კანკავას საფრანგეთში დაბრუნების ინიციატორი მისი ყოფილი მწვრთნელი ოლივიე გეგანია, რომელთანაც 2015-2016 წლებში ლიგა2-ის "რეიმსში" თამაშობდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით