რუსული გამოცემა: "გენიოსისთვის აქ დარჩენა მავნებელია"

19-01-2021, 19:29

რუსულმა გამოცემამ სტატია მიუძღვნა იმ ფეხბურთელებს, რომელთა რუსულ პრემიერლიგაში დაყოვნება მავნებელია.

სტატიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

"რუბინი" რა თქმა უნდა არ არის ის გუნდი, რომელიც 19 წლის დრიბლიორის შენარჩუნებას დიდხანს შეძლებს. წინადადებები საკმარისადაა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთში დიდხანს დარჩენას თავადაც არ აპირებს".

"ხვიჩას სასწრაფოდ გაყიდვა ყაზანელების მთავარ ამოცანას არ წარმოადგენს, მაგრამ მსუყე წინადადებას, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს, მომავალ ზაფხულს ლამაზი ტრანსფერის ორგანიზება შეიძლება მოჰყვეს".

"უნდა ითქვას, რომ არსებობს საფრთხე, რადგან კვარაცხელია მენტალურად ჯერ ბოლომდე არ არის გაზრდილი და "რუბინს" მისი გამობრძმედვა რუსეთის პრემიერლიგაში კიდევ მოუწევს. ვნახოთ, როგორი იქნება გენიოსის პროგრესი გაზაფხულზე. ხვიჩას წასვლა კი უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მაინც გარდაუვალი გვგონია", - წერია Football24-ის სტატიაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით