ბუნდესლიგიდან "ბათუმის დინამოში"

19-01-2021, 20:02

"დინამო ბათუმმა" ახალი სეზონის დაწყების წინ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და ავსტრიელი შემტევი ნახევარმცველი ლუკას გროცურეკი დაიმატა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1 პრინციპით გაფორმდა.

ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი ავსტრიული ბუნდესლიგის "პიოლტენში" გაატარა და 9 მატჩში 1 გოლი გატანა.

ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ვიცე-ჩემპიონი კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა დაადასტურა.

"ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია, საქართველოში ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, მოგვეწონა. მწვრთნელმაც ნახა მისი თამაში და დადებითად ვაფასებთ, ამიტომაც მოვიყვანეთ. ვისაც მასზე აზრი ვკითხეთ, ყველამ დადებითად შეაფასა და ვფიქრობ, რომ გამოგვადგება, როგორც ჩვენ, ისე საკუთარ თავსაც და ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩებით", - განაცხადა დვალაშვილმა.

29 წლის ავსტრიელი მარცხენა გარემარბია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში და საინტერესოა, რომ მას ცენტრფორვარდადაც უთამაშია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით