არველაძე: “ქინქლაძეს ეს სანაძლეო დავუდე. ვინც წააგბეს, 15 კაციანი სუფრა გაშალოს...”

19-01-2021, 20:27

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიხსენა, რომელიც სტუმრად, ინგლისის წინააღმდეგ იმართებოდა.

"მაშინ "უემბლიზე" გასვლა ყველას ძალიან გვინდოდა და ლონდონში თამაშის სანახავად ჩემი ბევრი ნათესავი ჩამოვიდა".

მატჩის შემდეგ, ლონდონის ქუჩებში ერთად დავსეირნობდით და სანაძლეო დავდეთ - გვაინტერესებდა პირველად ვის გვიცნობდნენ. ვინც წააგებდა, 15-კაციანი სადილის თანხა უნდა გადაეხადა".

"გიო ინგლისში ვარსკვლავი იყო და წაგებაზე არც უფიქრია, მაგრამ შეცდა. ლონდონში ბევრი თურქი ცხოვრობს და როდესაც ისინი დავინახეთ, აჩიმ ჩემი სახელი დაიყვირა. თურქებმა ყურადღება მოგვაქციეს და შემდეგ, ფოტოების გადასაღებად მოვიდნენ. ასე წააგო ქინქლაძემ ჩემთან", - იხსენებს შოთა არველაძე.

აღნიშნულ დაპირისპირებაში დავით ყიფიანის გაწრთვნილი გუნდი მეტოქესთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით