ანანიძე: "ჯიქიას საქართველოში მიწის ნაკვეთი ვაყიდინე"

19-01-2021, 21:41

ჯანო ანანიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განმართა თუ რატომ აირჩია გიორგი ჯიქიამ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში და რატომ აყიდინა მას საქართველოში მიწები.

"ჯიქია მოსკოვში დაიბადა, იქვე სწავლობდა, მას რუსეთმა და მოსკოვმა ყველაფერი მისცა და შესაბამისად, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მისი გაგება შეიძლება და ვფიქრობ, არც არავინ ამტყუნებს. გასათვალისწინებელია რუსეთში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტიც, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სწორად მოიქცა".

"ასევე, ადრე მას  საქართველოდან არავინ ეხმიანებოდა, მაგრამ როგორც კი "სპარტაკში" აღმოჩნდა მის მიმართ დაინტერესება წამოვიდა. ეს არ არის სწორი. ჩემი აზრით, როდესაც ქართული გვარის ფეხბურთელი სადმე გამოჩნდება, მას მაშინვე უნდა შეეხმიანო. ამიტომაც გიორგიმ გადაწყვიტა ეთამაშა იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ საქართველოში მან მიწის ნაკვეთი იყიდა".

"მას ეს მე ვურჩიე და მანაც იყიდა მიწის ნაკვეთი, სადაც სახლის აშენებას აპირებს, მომავალზე ფიქრობს. ვნახოთ, შეიძლება საერთოდაც საქართველოში გადმოვიდეს საცხოვრებლად", - განაცხადა ანანიძემ.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



აჩი არველაძე: "ვადასტურებ, შოთას ამ ძლიერი გუნდიდან შეთავაზება აქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით