პაპუ გომესი შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს

20-01-2021, 21:32

„ატალანტას“ თავდამსხმელი, პაპუ გომესი, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან სერიოზულად აერია ურთიერთობა, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

ანტონიო კონტე 32 წლის ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია, რომელიც ბერგამოული გუნდის დატოვებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს.

თუ იანვრის ბოლომდე "ნერაძური" კრისტიან ერიქსენს გაუშვეს, რომელიც საერთოდ აღარ ჯდება კონტეს გეგმებში, კლუბი გომესს გაიფორმებს.

შეგახსენებთ, რომ თავდაირველად პაპუ გომესი "ატალანტას" მთავარ მწვრთნელს ჯანპიერო გასპერინის დაუპირისპირდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით