"მანჩესტერ სიტის" ფრანგი ცენტრალური მცველი, ემერიკ ლაპორტი "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:
"როდესაც რუბენ დიაშის ასპარეზობას ვადევნებ თვალყურს, მაშინვე მოედანზე გამოსვლა და ასპარეზობა მინდება, ის ნამდვილი ლიდერია, რომელსაც საკუთარი ქარიზმით დანარჩენების აყოლიება და მოტივირება შეუძლია."
"მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც მასთან ერთად თამაშს შევძლებ."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.