როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" "ალკოიანოსთან" დამარცხდა და ესპანეთის თასს გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცზე, ზინედინ ზიდანზე მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. სამწუხაროდ, ძირითადად ნეგატიური.
ედუ პიდალის თქმით, კლუბში ფიქრობენ, რომ ეს 2017 წლის ზიდანი აღარ არის. მას რამდენიმე რჩეული ჰყავს და სხვებს დიდ ყურადღებას არ აქცევს.
ზიზუ ახალგაზრდებთან ნაკლებ კომინუკაციას ამყარებს, სწორედ ამიტომ მიდიან ისინი გუნდიდან, იტყობინება ზემოთ აღნიშნული ჟურნალისტი.