Mundo Deportivo-ს, ფაბრისიო რომანოს და კიდევ ბევრი წყაროს ინფორმაციის მიხედვით, "ბარსელონამ" პირველი ტრანსფერი დახურა.
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიურ კლუბს უფასოდ შეუერთდება ესპანელი მცველი, ერიკ გარსია.
ლურჯ-ბროწეულისფერებს უკვე დიდი ხანია სურთ "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა მცველის დამატება და საბოლოოდ, ეს გამოუვიდათ.
შეგახსენებთ, რომ გარსია "ლა მასიაში" გაიზარდა, შემდეგ კი კარიერა ნისლიან ალბიონზე გააგრძელა.