იტალიის სუპერ თასისი მოგების შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაში შეაჯამა.
ფინალურ შეხვედრაში "ბიანკონერიმ" "ნაპოლის" დამარცხება ანგარიშით 1:0 მოახერხა.
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ვფიქრობ, ტიტულის მოგება მწვრთნელის რანგში უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ფეხბურთელის. მე ამ დიდებული გუნდის სათავეში ვარ, მათი წინამძღოლი".
"ვფიქრობ, "ინტერთან" მატჩის შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ასეთი კრიტიკა არ დაუმსახურებიათ". - აცხადებს პირლო.