როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ესპანეთის თასის ეგიდით გამართულ მატჩში "ალკოიანოს" წინააღმდეგ დამარცხდა.
სამწუხაროდ, სამეფო გუნდი კოპა დელ რეის 1/16 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
ამის ფონზე "El Churunguito"-ს ჟურნალისტი ხოსე ლუის სანჩესი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც "რეალში" ცვლილებები იგეგმება, თუმცა არა ახლავე.
ჟურნალისტის თქმით, მადრიდში ფიქრობენ, რომ სეზონის შემოტრიალება ძალიან გაჭირდება. სწორედ ამიტომ "ბლანკოსი" ზიდანს ამ ეტაპისთვის არ გაუშვებს.
მაგრამ ზაფხულში კლუბი არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიცახალ მწრთვნელს, ტრანსფერებსა და ფეხბურთელების გაშვებას შეეხება.