პოჩეტინომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა

21-01-2021, 17:30

"პარი სენ ჟერმენის" ახალმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

"მესი? არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ლეოს დამატება, ჩემი ყველა განცხადება შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული.

დიდ პატივს ვცემ ჩემი გუნდის ფეხბურთელებს და იმ მოთამაშეებს, ვინც სხვა გუნდებში თამაშობენ." - თქვა პოჩემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, "პსჟ" ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელით აქტიურადაა დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით