ერიკ გარსიასთვის ბრძოლაში "პსჟ" ჩაერთო

21-01-2021, 22:37

მანჩესტერ "სიტის" ცენტრალური მცველის, ერიკ გარსიას გადასაბირებლად ფრანგული "პსჟ" ჩაერთო.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს "ქალაქელებთან" კონტრაქტი ეწურება და მას კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით უკვე გადაწყვეტილი აქვს.

ესპანელი მცველის დამატებასთან ყველაზე ახლოს კატალონიის "ბარსელონაა", რომელიც გასულ წელსაც ცდილობდა მის შეძენას. თუმცა, ახლა საქმეში სერიოზული კონკურენტი ჩაერთო.

წყაროს ცნობით, პარიზელები გარსიას ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილსა და მაღალ ხელფასს სთავაზობენ. ჯერ-ჯერობით უცნობია ფეხბურთელის პასუხი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქართული კლუბის ფეხბურთელია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით