მანჩესტერ "სიტის" რიგებში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ მატულობს.
გუნდის არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ საჯარო პოსტით დაადასტურა, რომ მას კორონავირუსი აქვს.
"ახლო კონტაქტის აღმოჩენის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავედი. ახლა კი ვირუსი დამიდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ, მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის." - წერს აგუერო.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე "სიტის" 8 წევრს დაუდგინდა ვირუსი.