ფრანგული "ლიონისა" და "ლივერპულის" ყოფილი მარცხენა მცველი ალი სისოკო თბილისის "დინამოს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.
სისოკო "დინამოსთან" ერთად უკვე 2 დღეა ვარჯიშობს და მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ალი გუნდში.
33 წლის სისოკოს კარიერა მრავალ ქვეყანას ითვლის, მათ შორის 2009 წელს "პორტოდან" "ლიონში" გადავიდა, სადაც 3 წელი გაატარა და 93 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
2012-2014 წლებში "ვალენსიაში" იყო, შემდეგ "ლივერპულში" 1 სეზონი არენდით გაატარა, 3 წელი კი "ასტონვილაში" ასპარეზობდა.
ფრანგი ფეხბურთელს ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში.